რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]

AutoSharing Option
პოპულარულმა "ინსტაგრამმოდელმა" ვიკი ოდინცოვამ ერთ-ერთი ბლოგერის ინტერვიუში განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდოს მესიჯს არ უპასუხა.

"ჩემს სატელეფონო ცნობარში მთავარი ცნობილი ადამიანი ლუის ჰემილტონია. ბოლოს მან 15 ნოემბერს მომწერა - დაბადების დღე მომილოცა. ვმეგობრობთ, უბრალო მიმოწერა გვაქვს და ზოგჯერ ვურეკავთ ერთმანეთს. ის "ფრენდზონაშია". პერიოდულად მის რბოლებს ვესწრები - ბოლოს სოჭში ვიყავი. უკვე სამი წელია ვმეგობრობთ. როცა ის გავიცანი, თითქმის ვერ ვლაპარაკობდი ინგლისურად, თუმცა მესმოდა.

კრიშტიანო რონალდო ფოტოებს "მილაიქებდა" და "დაირექტშიც" მწერდა რამდენიმე წლის წინ - "გამარჯობა, როგორ ხარ". მისი
მესიჯი წავშალე და არ მიპასუხია. ვფიქრობ, ყველას ერთნაირ მესიჯს სწერდა და ელოდებოდა, ვინ გამოეხმაურებოდა და ვინც უპასუხებდა, შემდეგ მათი გზები გადაიკვეთებოდა, თუმცა მე ეს არ მაინტერესებს. ასამდე გოგოს ანკესი ჩაუგდო და რომელიმეს ალბათ დაიჭერდა. რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი წავიდოდა, მაგრამ მე არა.

თანაც, ვიცნობ გოგონებს, რომლებსაც ის სწერდა. ეს დიდი ხნის წინ იყო. შეიძლება ასე იქმნიდა რეპუტაციას და ამიტომ სწერდა ყველას? აი, ნეიმართან კონტაქტი მაქვს - ის ჰემილტონის საუკეთესო მეგობარია. ვიაზრებ, რომ ის ადეკვატური ადამიანია და "ინსტაგრამში" გვაქვს მიმოწერა", - აღნიშნა ოდინცოვამ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამანაც მოინდომა კრიშტიანოს დათრევა.
ძაან დაბალი დონე
12:15 27-12-2019
0

სიახლეები პოპულარული