ჯორჯო არმანი: მეც შემიძლია "მილანი" შევიძინო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, "მილანი" Louis Vuitton-ის პრეზიდენტმა ბერნარ არნომ შეიძინოს.

"თუ ბერნარ არნოს უნდა "მილანის" ყიდვა, ეს მეც შემიძლია გავაკეთო. ეს ჩემი ქალაქია, მე აქ ვცხოვრობ და ვსუნთქავ", - განუცხადა არმანიმ "კორიერე დელა სერას".

"როსონერი" ამერიკული კომპანიის, "ელიოტის" მფლობელობაში 2018 წელს, მას შემდეგ გადავიდა, რაც "მილანის" ყოფილმა მმართველმა იონჰონგ ლიმ კლუბის შეძენისათვის აღებული კრედიტი ვერ დაფარა.

"მილანს" ამჟამად მძიმე დროება უდგას, იტალიის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-12 ადგილზეა.