სილვიო ბერლუსკონი: დამიბრუნეთ "მილანი" და დაგიბრუნებთ დიდებას

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ივან გაზიდისის ნათქვამზე გააკეთა კომენტარი:

"მან თქვა, რომ არა კომპანია Elliott Management-ის ინვესტიციები, "მილანი" გაკოტრდებოდა და სერია D-ში დაქვეითდებოდა. ასეთი რამის თქმა მხოლოდ ტუალეტში შეიძლება.

რაც შეეხება იმას, როგორ დავუბრუნოთ "მილანს" ძველი დიდება, აქ ყველაფერი მარტივად და ამავდროულად, რთულადაა - დაუბრუნეთ კლუბი სილვიო ბერლუსკონის", - განუცხადა ბერლუსკონიმ Football Italia-ს.

ბერლუსკონი "მილანის" მფლობელი 1986-2016 წლებში იყო და იმ პერიოდში 8-ჯერ მოიგო სერია A და 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული