ეს დაუჯერებელია, თუმცა სიმართლე - კრიშტიანო რონალდო 35 წლისაა!

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" თავის პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს დაბადების დღე მიულოცა - "რონი" დღეს, 5 თებერვალს, არც მეტი, არც ნაკლები, 35 წლის გახდა.

"ჩვენ შეგვეძლო რონალდოს დაუჯერებელ სტატისტიკაზე დაგვეწერა, ჩამოგვეთვალა მისი მიღწევების დიდი სია, რომელიც კრიშტიანოს აღწერისათვის უფრო შესაბამისი იქნებოდა.

თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ კრიშტიანო რონალდო, რომელიც თავის მე-2 იუბილეს აღნიშნავს "იუვენტუსში", დიდი ხნის წინ გავიდა აღწერისათვის შესაფერისი ჩარჩოდან. მისი დამოკიდებულება სპორტის მიმართ ჩვენს დე-ენ-ემ-ში გადმოდის: მუშაობის კულტურა, ყოველდღე პროგრესირების სურვილი და უწყვეტი ლტოლვა წარმატებისაკენ.

რონალდო ჩვენს მაისურს წელიწად-ნახევარია ატარებს,
მასთან ერთად ბევრი დაუვიწყარი მომენტი გვქონდა, თუმცა გვჯერა, რომ უკეთესები წინ გველოდება.

კრიშტიანომ გიჟური გოლები გვაჩუქა, თითქმის ყველა მოწინააღმდეგეს გაუტანა იტალიასა და ევროპაში და "იუვენტუსის" მოწინააღმდეგე გუნდებიდან მხოლოდ 4 კლუბი გადაურჩა მას. ეს ის კრიშტიანოა, რომელმაც დავიდ ტრეზეგეს რეკორდი გაიმეორა და ზედიზედ 9 შეხვედრაში გაიტანა გოლი.

ყველა, ერთ ხმაში, ისე, როგორც მისი გოლებისას, ვიძახით: "დაბადების დღეს გილოცავთ, კრიშტიანო!" - წერია "იუვენტუსის" ოფიციალურ საიტზე.

კრიშტიანო რონალდოს ფენომენი მართლაც საოცარია. 35 წლის ასაკში დიდი ფეხბურთელები ასრულებენ კარიერას, კრიშტიანო კი საუკეთესოს ტიტულის მოსაგებად აგრძელებს ბრძოლას.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ადამიანი-საოცრება !!!
ფანტასტიკური საფეხბურთო კარიერა, უამრავი ჯილდო საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, შოკისმომგვრელი პირადი სტატისტიკა, სუპერმოტივატორი, ათლეტი, ძალიან სიმპათიური, კაცებშიც ნაგულავები და ქალებშიც, შესანიშნავი მეოჯახე და მამა - ეს ყველაფერი რონალდუა !!!
იუბილეს გილოცავ "კრასავჩიკ" !!!
korben dallas
05 თებერვალი 2020 14:21
4
ვულოცავ კრიშტიანოს,
2010-20 წლები ორი დიდი ვარსკვლავის მესის და კრიშტიანოს წლებია...
საერთოდ ,,ბარსა" - ს და მესის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არ მიჭირს იმის აღიარება, რომ კრიშტი უდიდესი სპორტსმენი და ადამიანია.
მითუმეტეს კატალონიელი სეპარატისტებისაგან განსხვავებით, ჩვენი მხარდამჭერი განცხადებაც აქვს გაკეთებული რუსეთისაგან ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ssss
05 თებერვალი 2020 14:16
0
ხალხს ვისაც სიბინძურე მოსწონს იმათთან კამათს აზრი არა აქვს.შორს სიბინძურესგან.
ამაშია საქმე
05 თებერვალი 2020 14:10
1
ეგ კაცი მარტი იმისთვისაა დასაფასებელი,რო რა თანხასაც იღებს მარტო თავისთვის არ უნდა და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.. შეიძლება ფეხბურთელი არ მოგწონდეს მესი გერჩივნოს,მაგრამ რაც ამ კაცს ქველმოქმედებაშო აქვს დახარჯული ეს სიკეთე და ადამიანობა ხო უნდა დაინახო არა... ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.
გოგა
05 თებერვალი 2020 14:10
1
გოჩა ტატუს იკეთებენ ნამდვილი ვაჟკაცები და არა პედოები. აი ჩვენი პასუხი და არ გინდათ რა? პედოს ნამეტნავი ქება-დიდება. კაცი რომელიც კაცს კოცნის ტუჩებში შევარცხვინეთ მისი ფეხბურთელობაც და მისი ჩინ-მედლებიც.
ასეა ეს.
05 თებერვალი 2020 15:47
17
თუ იცით ტატუ რატომ არ აქვს არც ერთი? წელიწადში რამოდენიმეჯერ სისხლის დონორია (ტატუ თუ გაქვს სისხლს ვერ გასცემ) :)
გოჩა
05 თებერვალი 2020 14:14
2
არასდროს არ ვყოფილვარ მისი ფანი მაგრამ რასაც ეს კაცი აკეთებს ყველასთვის მოტივაციის მიმცემია.
gio
05 თებერვალი 2020 13:46
1
ბებრუცუნა პენალდოს იუბილეა. ამაშია სქმე, არ აღნიშნე შენი პენალდოს დაბადების დღე? საინტერესოა დიბალჩიკამ რა აჩუქა?
Temo
05 თებერვალი 2020 13:15
34
ნაციონალების ბოკერიას და მიშას დაბადების დღის აღნიშვნა არ ტეხავს?
თითქმის გაშიფრულიხარ temo
05 თებერვალი 2020 14:03
2
ნაცობა მიშისტობა და ბოკერიას ფანობა არ ტეხავს კლავიატურის ვირტუოზო?
ამაშია საქმე
05 თებერვალი 2020 13:50
0
სად ბუფონი სად კრიშტიანო
გგგგ
05 თებერვალი 2020 13:01
5
ოხ ეს მესისტები არ შეგიძლიათ პროსტა მიულოცოთ
გგგგ
05 თებერვალი 2020 13:00
2
მესისტებს, რომ მოგვმართავთ პრეტენზიებით, ეს მოკითხე თქვენს პროვოკატორ ამაშია საქმეს, მაგან შეგვაჯავრა როლანდო მესის ლანძღვისთვის.
აი ასე.
05 თებერვალი 2020 13:31
7
დაუჯერებელი რატოა?? ბუფონი ცოცხალი ლეგენდა მაგაზე ბევრად უფროსია და მაგის ასაკში რომ იყო სასწაულებს აკეთებდა.
???????
05 თებერვალი 2020 12:43
23
ვულოცავ უდიდეს ფეხბურთელს და პიროვნებას დაბადების დღეს და ვუსურვებ ბევრ გამარჯვებებს, ულამაზესი ბურთების გატანას და როგორც სჩვევია ბევრი სიკეთის,ქველმოქმედების კეთებას გაჭირვებული ადამიანებისთვის და თავის სალოცავი ქვეყნისთვის.თავისი ცხოვრების წესით იგი იმსახურებს მხოლოდ კარგს.
ღმერთს ებარებოდე
05 თებერვალი 2020 12:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული