სერია A 2 მაისს განახლდება და 30 ივნისს დასრულდება

AutoSharing Option
La Repubblica-ს ცნობით, სერია A 2 მაისს განახლდება და დიდი ალბათობით - მაყურებლების გარეშე. სეზონის დასრულება 30 ივნისსაა დაგეგმილი, ალბათ, უკვე მაყურებლებთან ერთად.

გუნდები ვარჯიშებს აპრილის შუა რიცხვებში განაახლებენ.

იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო 3 აპრილამდე შეაჩერეს, მაგრამ გამოცემის მტკიცებით, იმ დროისთვის არ განახლდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთის ფედერაცია პირველობის პლეი-ოფის სისტემით გაგრძელების წინააღმდეგია. მოკლედ, ჩემპიონატის მატჩები ყოველ 3 დღეში ჩატარდება.

ტეგები: