კორონავირუსის გამო იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება და მათ შორის, სერია A-ს გათამაშება შეჩერდა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გვაუწყა:
"მეტი დრო აღარ გვაქვს. ციფრები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მატებაზე მეტყველებს. იტალიის კეთილდღეობისთვის რაღაც მსხვერპლი უნდა გავიღოთ. აი, რატომ ვიღებთ უფრო მკაცრ ზომებს.
სერია A და ყველა სპორტული შეჯიბრება შეჩერდება. გულშემატკივრებმა ეს უნდა მიიღონ".
ჯერ უცნობია, ეს როგორ იმოქმედებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, კერძოდ, ევროტურნირების მატჩებზე.
იტალიაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 7 985 შემთხვევა. გარდაიცვალა 463 ადამიანი.