110 000 გულშემატკივარი და სამართალდამცველები რომიდან - ნეაპოლი სკუდეტოს აღსანიშნავად ემზადება

AutoSharing Option
იტალიურ გაზეთებში უკვე იწერება "ნაპოლის" ჩემპიონობის აღსანიშნავ ცერემონიალზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განიხილება "სალერნიტანასთან" მატჩის გადადებაც, რადგან ქალაქის კომპეტენტური ორგანო ცენტრალურ მოედანზე გულშემატკივრების უპრეცედენტო რაოდენობას ელოდება.

როგორც ცნობილია, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილება აკრძალული იქნება. ჯერჯერობით გაურკვეველია მოპედებისა და სკუტერის ამბავი, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად ივლის. სამართალდამცველებს მარტივი დღე ნამდვილად არ ექნებათ. ამიტომაც, იტალიურ წყაროზე დაყრდნობით, რომიდან პოლიციის გარკვეული რაოდენობა ჩამოვა, რათა წესრიგის დაცვაში დაეხმარონ.

როგორც ცნობილია, ცერემონიალზე დაახლოებით 110 000 ადამიანს ელოდებიან.

შეგახსენეთ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი შაბათს,
29 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია CalcioNapoli24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული