"იუვენტუსის" ფეხბურთელები ივლისამდე ხელფასს ვერ აიღებენ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ფეხბურთელები და მწვრთნელები ივლისამდე ხელფასს ვერ აიღებენ, - იტყობინება ტურინული კლუბი თავისი ვებგვერდით.

ეს გადაწყვეტილება "იუვეს" ხელმძღვანელობამ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო მიიღო.

ამ ნაბიჯით "ბიანკონერი" 90 მილიონ ევროს დაზოგავს. მოქმედი კანონის თანახმად, "იუვენტუსი" ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან პირად შეთანხმებას გააფორმებს.

"ამ სეზონში მატჩების განახლების შემთხვევაში, კლუბი კეთილსინდისიერად აწარმოებს ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას კომპენსაციის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით. "იუვენტუსი" მადლობას უხდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ამ მძიმე დროს ერთგულებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.