ვან ბასტენი: ფეხბურთის პრობლემა - იზრდება უფსკრული რამდენიმე მდიდარ კლუბსა და დანარჩენებს შორის

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა, ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა წარსულსა და მომავალზე ისაუბრა.

"ამჟამად ფეხბურთს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ფეხბურთი ფუფუნებაა, კარგ დროს შესანიშნავი გასართობია, მაგრამ ახლა არა. თუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ფეხბურთი თუ ადამიანთა ჯანმრთელობა, ჩემი აზრით, ასარჩევი არც არაფერია - ადამიანები უფრო მნიშვნელოვანნი არიან.

ვიღაცას შესაძლოა, ეს გაუკვირდეს, მაგრამ იტალიურ ფეხბურთს იშვიათად ვუყურებ. ჩემი "მილანი" მსოფლიოს ფეხბურთში დომინირებდა, ახლა კი ჩემპიონატში გადარჩენისთვის იბრძვის. თანამედროვე ფეხბურთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იზრდება უფსკრული რამდენიმე მდიდარ კლუბსა და დანარჩენებს შორის", -
განუცხადა ვან ბასტენმა Calciomercato-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გულშემატკივართა ძველ თაობას მივმართავ:გახსოვთ
მილანის ტრიო რაიკარდი-გულიტი-ვან ბასტენი ინტერის ტრიოს წინააღმდეგ მათეუსი-ფიოლერი-კლინსმანი
გუგა
01 აპრილი 2020 10:04
0
მე,მათეუსი-ბრემე-კლინსმანი მახსოვს. ფიოლერი თუ არ ვცდები, რომაში იყო. საერთოდ, ჯერ კიდევ 20 წლის წინ, ფეხბურთს სხვა კოლორიტი ჰქონდა. მაჩანჩალა გუნდებსაც კი, ჰყავდათ გამორჩეული ფეხბურთელები. ახლა, მართლა 7-8 გუნდს იქეთ,ერთნაირი ნაცრისფერი მასაა. ცუდია,მაგრამ ისტორია ხშირად მეორდება და ეს გაბერილი საპნის ბუშტიც, ერთ მშვენიერ დღეს გასკდება.
1234
01 აპრილი 2020 15:20
0
ვან ბასტენმა და მაგ ტრიომ შემაყვარა მილანი

ვან ბასტენი კიდე ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელი, ასეთი სილამაზის და ასე ბევრი გოლები არავის გაუტანია რაც მაგას აქვს გატანილი....
gg
31 მარტი 2020 22:16
0
რონალდოს (კიჭას) მერე კი, საუკეთესო იყო
Megreli
01 აპრილი 2020 17:35
0
გულიტი,ვან ბასტენი,რაიკაარდი.კიდევ ერთი ზღაპარი
სოსო
31 მარტი 2020 21:46
1
სწორედ მაგიტომაა ზღაპარი,გრიშა ბატონო.დაუჯერებლად კარგები იყვნენ.
სოსო
01 აპრილი 2020 12:36
0
რა არის ზღაპარი? მსოფლიოში ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ტრიო?
Grisha
31 მარტი 2020 22:01
0

სიახლეები პოპულარული