"ვირის ხმა ზეცაში არ ესმით" - "ბრეშიას" პრეზიდენტი "ლაციოს" მფლობელს აფასებს და თამაშების განახლებას ეწინააღმდეგება

AutoSharing Option
"ბრეშიას" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინიმ საკუთარი აზრი დააფიქსირა იტალიის ჩემპიონატის კორონავირუსის პანდემიის ფონზე განახლებასთან დაკავშირებით.

"ვიმეორებ: თუ ჩემპიონატი განახლდება, "ბრეშიას" თამაშის უფლებას არ მივცემ.

ეს პროვოკაცია არ გეგონოთ. თუ უნდათ ქულებიც დაგვაკლონ, ასეთი სიტუაციაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებ.

რასაც ვუყურებ, ძალიან ბევრი იქცევა ეგოისტურად და შექმნილი სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

ლოტიტოს ("ლაციოს" მფლობელი) თამაშების განახლება უნდა? ვირის ხმა ზეცაში არ ესმით, როგორც ჩვენთან იტყვიან. მე მხოლოდ იმათ ვუსმენ, ვინც მოსმენის ღირსია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გრავინას კი ურჩევნია ტელევიზიით ნაკლები ილაყბოს
და კლუბების ფინანსურ მდგომარეობას მიაქციოს ყურადღება. იქნებ, ბრეშიაშიც გამოიაროს.

არანაირ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებ, არც სერია B-ში გავარდნის მეშინია. ვიცი, რომ კლუბი არ გაკოტრდება და ისევ დაბრუნება უმაღლეს ლიგაში,"- განაცხადა ჩელინომ.

მომზადებულია Giornale di Brescia-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
"ვირის ხმა ზეცაში არ ესმით"...სუპერ!!!
zura
12 აპრილი 2020 22:40
0
ეს კაცი მგონი სულ კაიფშია
საბა
12 აპრილი 2020 20:32
0
რამ გააცოფა ეს კაცი, სადაცაა ესვრის კიდეც...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
12 აპრილი 2020 19:11
2
ბრეშა მაინც გავარდება, ამიტომ ყვირილი მაღალი სიტყვების რომ გავარდნის არ ეშინიათ სასაცილოა. ჩემპიონატის ჩაშლაც იმიტომ უნდა რომ სერია A-ში დარჩეს. ყველა სულელი გონია თვითონ სულელს.
G.LA
12 აპრილი 2020 18:34
3

სიახლეები პოპულარული