"იუვენტუსი" ერთი წლის წინ შეძენილ რამსის ყიდის

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "იუვენტუსი" ნახევარმცველ აარონ რამსის გაყიდვას აპირებს.

უელსელმა "იუვეში" თავი ვერაფრით წარმოაჩინა და პლუს ხშირად იღებს ტრავმას. მოკლედ, გუნდის მწვრთნელ მაურიციო სარის იმედები გაუცრუა.

"ბებერი სინიორა" მზადაა რამსის დაემშვიდობოს, თუ რა თქმა უნდა, მისი სამსახურით რომელიმე კლუბი დაინტერესდა. შესაძლოა, ის პოლ პოგბას ტრანსფერში ჩართონ.

რამსი გასული წლის ზაფხულში "იუვენტუსში" "არსენალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ამ სეზონში კი სერია A-ს 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული