რონალდო: PCR ტესტი სისულელეა - თავს კარგად ვგრძნობ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურინის "იუვენტუსი" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს.

აღნიშნული შეხვედრა, მესისა და რონალდოს კიდევ ერთი დაპირისპირების სახით, გულშემატკივართათვის დამატებით ინტერესს იწვევდა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

კრიშტიანოს ვირუსი 13 ოქტომბერს დაუდასტურდა. სავარაუდო იყო, რომ ის 2-კვირიან პერიოდში გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა დღევანდელმა ტესტმაც დადებითი აჩვენა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რონალდომ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ PCR ტესტი სრული სიგიჟე და სისულელეა.

"არაფერი მაწუხებს, თავს ძალიან კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ. PCR ტესტს რაც შეეხება, ეს სისულელეა",
- ამბობს რონალდო.

altPREVIEW - "იუვენტუსი" რონალდოს გარეშე "ბარსელონას" მასპინძლობს, ქართველი "კიევის" წინააღმდეგ, "ჩელსი" რუსეთში, პსჟ თურქეთში - დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე დღეა

altკორონავირუსის გამო რონალდო "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
სისულელე უძახე და ამ ტესტით გებრეიესუსი მილიარდერი გახდა
რაგბის ფანი
01:29 29-10-2020
1

სიახლეები პოპულარული