თეოს გოლი 90+3-ე წუთზე - "მილანი" ზამთრის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-14 ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე თავისი ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე "ლაციო" 3:2 დაამარცხა.

მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა. თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, 90+3-ე წუთზე კი თეო ერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"მილანმა" ლიდერობა დაიბრუნა და ზამთრის ჩემპიონი გახდა. "როსონერი" შემდეგ შეხვედრას 3 იანვარს, გასვლაზე "ბენევენტოსთან" ჩაატარებს.

მილანი. "სან სირო"
მილანი - ლაციო 3:2
გოლები: 1:0 რებიჩი (10), 2:0 ჩალჰანოღლუ (17, პენ), 2:1 ლუის ალბერტო (27), 2:2 იმობილე (59), 3:2 ერნანდესი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: იმობილე (27)

სხვა მატჩები:

ვერონა -
ინტერი 1:2
ბოლონია - ატალანტა 2:2
ნაპოლი - ტორინო 1:1
რომა - კალიარი 3:2
სამპდორია - სასუოლო 2:3
სპეცია - ჯენოა 1:2
უდინეზე - ბენევენტო 0:2

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეეხ ეხლა კვარა მილანში....
Geo
24 დეკემბერი 2020 13:20
0
რა თეო ? ტეო :)
unknow guy
24 დეკემბერი 2020 11:55
1
კიდე რაღა ქნან სკეპტიკოსებო რომ დაიჯეროთ მილანო ბოლომდე დაბრუნებული თუ არა თითქმის დაბრუნებული რომაა?დდ ცოტა დაცვა თუ მომჯობინდა ჩემპიონობას ვერავინ წაართმევს.
jjj
24 დეკემბერი 2020 11:00
0
შანსი არ არი, ზღვარზე თამაშობს, უბრალოდ ბოლომდე იყენებენ თავის ძალებს ჯერჯერობით. დაახლოებით ისეა, როგორც იუვე 2012-ში. მაშინ იუვე ჩემპიონი გახდა, რადგან კონკურენტი არ ყავდა ნორმალური, არც მილანი და არც ინტერი ფორმაში არ იყვნენ. ინტერი მოიგებს.
გუგა
24 დეკემბერი 2020 13:25
2
ძლივს რა მილანი ინტერი 1_2რეზე არიან ნუ მე ინტერს ვგულშემატკივრობ მაგრამ მაინც მიხარია მილანი წარმატება. უცნაური ფანი ვარ ვინც ორივეს გუკშევმატკივროობს:)))
მოსეხონელი
24 დეკემბერი 2020 10:12
1
გენაცვალეთ ,სიცოხლის სურვილი დამიბრუნეთ :*
hmm
24 დეკემბერი 2020 08:36
2

სიახლეები პოპულარული