გულშემატკივრები ზამთრის ჩემპიონ "მილანს" ასე ხვდებიან [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 00:00 საათზე, "მილანმა" 2020 წლის ბოლო საშინაო შეხვედრა ჩაატარა. "როსონერიმ" "ლაციოს" უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 3:2 დაამარცხა. 

"მილანის" გულშემატკივრებს ნამდვილად საამაყო გუნდი ჰყავთ და როგორც იქნა, იტალიური გრანდი ელიტაში ბრუნდება. 

  • "მილანი" 5 საუკეთესო ჩემპიონატიდან ერთადერთი გუნდია, რომელმაც კარანტინის შემდეგ არცერთი მატჩი არ წააგო.

  • "როსონერის" ლიგაში 26-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: 19 მოგება და 7 ფრე. 

  • კლუბი სერია A-ს ზამთრის ჩემპიონია.

  • "მილანმა" ზედიზედ 16 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა. 

  • "ლაციოსთან" გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრები ავტობუსს დახვდნენ და ფეხბურთელები თავისებურად გაამხნევეს;
    ასევე, მადლობაც გადაუხადეს.

Sportall.Ge

სხვა ფოტოების ხილვა ამ ლინკზე შეგიძლიათ

altთეოს გოლი 90+3-ე წუთზე - "მილანი" ზამთრის ჩემპიონია [VIDEO]


ტეგები: