ფონსეკა "მილანთან" ახლოს - "როსონერის" პორტუგალიელმა თანხმობა უთხრა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ცნობას, რომ "მილანი" და "ლილის" ამჟამინდელი თავკაცი პაულო ფონსეკა შეთანხმებასთან ახლოს არიან.

პორტუგალიელს "როსონერის" პროექტი ძალიან მოსწონს და მოლაპარაკებებიც შედეგიანად მიმდინარეობს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, 51 წლის მენეჯერი კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და "სან სიროზე" სტეფანო პიოლის შეცვლის.

ფონსეკა სერია A-ში უკვე მუშაობდა, როდესაც 2019/21-წლებში "რომას" წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერაა რა ესენი, რითი ჯობია ახლა ეს პიოლის? ამას ალეგრი მოეყვანათ ჯობდა.
ეეე
17:07 18-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული