რას აკეთებს "იუვენტუსის" ლიდერი სახლში და რას არა - ჯორჯინა როდრიგესმა რონალდოზე საჯაროდ ისაუბრა

AutoSharing Option
პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს, ისე ვერავინ აღაფრთოვანებს, როგორც ამას ჯორჯინა როდრიგესი აკეთებს. 

ფეხბურთელის მეუღლემ მათ ურთიერთობაზე ღიად ისაუბრა. საინტერესოა, თუ რას აკეთებს "იუვენტუსის" ლიდერი სახლში და რას არა. 

"ის არაფერს ამზადებს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ იმსახურებს გემრიელ საჭმელს, ამ ყველაფერს კი შეფ-მზარეული აგვარებს. სიმართლე რომ გითხრათ, ხანდახან მეც "ვმზარეულობ".

ჩვენს სახლში ნათურის შეცვლა შეუძლებელია, რადგან საკმაოდ მაღალი ჭერი გვაქვს. თუ კრიშტიანო რონალდო ხარ, 20 ფუტის სიმაღლეზე ნათურას შეცვლი? უკეთესია, არა, რადგან მან თავის თავს უნდა მიხედოს, რათა საუკეთესო იყოს. დანარჩენს მე
მივხედავ. მე ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და სახლი. 

მინდა დავამატო ასევე დარბაზი, სადაც ერთად ვვარჯიშობთ. მე მისგან უამრავი რამ ვისწავლე. ის მეხმარება და მოტივაციას მაძლევს, რათა უფრო მეტი შევძლო.

ზოგადად, ადამიანი იმას გამოხატავს, რასაც ხედავს. მე რონალდოს ვხედავ. ამიტომ გავხდი სპორტული და ჯანმრთელი ადამიანი. ის ჩემი ინსპირაციაა" - განაცხადა ჯორჯინამ sportweek-თან ინტერვიუში. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altრონალდომ და ჯორჯინამ კატა ესპანეთში კერძო თვითმფრინავით გაგზავნეს

alt"კარგად ვიცი რას ნიშნავს "გაჭირვებაში" ცხოვრება..." - ჯორჯინა როდრიგესი მის წარსულზე საუბრობს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული