კასანომ რონალდო გააკრიტიკა: "შენ ვერ გეყოლება მწვრთნელი, რომელსაც კრიშტიანოსთან ერთად სურს თამაში..."

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა. ექსფეხბურთელმა განაცხადა, რომ რონალდო პირად მიღწევაზე უფრო მეტადაა კონცენტრირებული, ვიდრე "იუვენტუსის" წარმატებაზე.

ანტონიომ ასევე განმარტა, რომ "ბებერი ქალბატონის" ყოფილი თავკაცის, მაურისიო სარისთვის მთავარი საკითხი თავისი ფილოსოფიის რონალდოს ფეხბურთის სტილისთვის მორგება გახლდათ.

"თუ კრიშტიანოს გაყიდით, თქვენ 100 მილიონი ევრო გექნებათ, რითაც შეძლებთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელის გუნდში დამატებას. გასულ წელს სარიმ გუნდს ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთი ათამაშა, თუმცა მაინც გადააყენეს.

მისი პრობლემა რონალდო გახლდათ. შენ ვერ გეყოლება მწვრთნელი, რომელსაც კრიშტიანოსთან ერთად სურს თამაში.
ანდრეა პირლოს სწორედ პორტუგალიელი ამუხრუჭებს.
რონალდო მხოლოდ თავის გოლებსა და რეკორდებზე ფიქრობს. თუ პრეზიდენტი ხარ და გინდა გუნდის წარმატება, არ შეიძლება გამოუცდელ მწვრთნელს რონალდოს ყოლის პასუხისმგებლობა დააკისრო.

მაგალითად, ახალგაზრდა კულუსევსკი გავლენის ქვეშაა მოქცეული" - განაცხადა კასანომ. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"იუვენტუსი" მზადაა რონალდო სერიოზული ფასდაკლებით გაყიდოს

მკითხველის კომენტარები / 11 /
არის ამ კაცის ნათქვამში სიმართლის მარცვალი.დიბალაც რონალდოს გამო არაა დამუხრუჭებული???იუვეს ასეთი ცუდი პრეზიდენტი არასდროს ყოლია.იგი იუვეს გარდა ზოგადად ფეხბურთისთვისაც საშიში ადამიანია.
Master
11:09 24-03-2021
2
ერთი ამის ფეხბურთელობისაც რაააა. გამოვიდა ყოვლის მცოდნე. არავის ახსოვს და რომ გამოჩნდეს სადმე მისი აზრი დააფიქსირონ რას აღარ. იძახის და კადრულობს.
giga
14:33 24-03-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული