ანდრეა ანიელი: "იუვენტუსიდან" წასვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა და კლუბის მფლობელი ოჯახის წარმომადგენელმა ანდრეა ანიელიმ მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

"მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, მე იღბალს მომიტანს", - მარტივად მოჭრა ანდრეამ.

სუპერლიგა ოფიციალურად შეჩერდა. "იუვენტუსი" სერია A-ში მე-4 ადგილზეა, ანიელი კი - ისევ პოსტზე.

მომზადებულია Repubblica-ს მიხედვით