"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

AutoSharing Option
არგენტინელი შემტევი მატიას სულე "იუვენტუსიდან" წასვლას არ ელოდა და კლუბის ხელმძღვანელობაზე გული ძალიან დასწყდა. 

21 წლის ნახევარმცველი, რომელიც გასულ სეზონში "ფროზინონეში" იყო განათხოვრებული, ტურინელებმა "რომას" მიჰყიდეს. 

"არ ველოდი, რომ "იუვენტუსის" დატოვება მომიწევდა. ტიაგო მოტამ მითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდი გუნდიდან, თუ ჩემ სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ. მე დარჩენა მსურდა. კლუბის ხელმძღვანელობას დავუმტკიცებ, რომ "იუვეში" თამაშს ვიმსახურებდი. 

მოვლენები მოულოდნელად განვითარდა და მხოლოდ "რომას" წინადადებას დავთანხმდი. ლამის ავტირდი, როცა წასვლაზე მელაპარაკნენ, შემდეგ კი "რომაში" ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო," - უთხრა
ფეხბურთელმა Corriere dello Sport-ს. 

რომაულმა კლუბმა "იუვენტუსს" არგენტინელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით, შესაძლოა, 4 მილიონი დაემატოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Sruliad gaugebari transperi juntolis shesrulebit...
L.J .
17:43 09-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული