"პარმას" ექსფეხბურთელისა და მისი ძმის უცნაური ტრაგედია იტალიაში

AutoSharing Option
საკმაოდ უცნაური ტრაგედია დატრიალდა იტალიაში - "პარმას" ყოფილი ნახევარმცველი, 29 წლის ჯუზეპე პერინო, გარდაცვლილი ძმისადმი მიძღვნილი მატჩის დროს მოედანზე მოკვდა.

ჯუზეპეს ძმა, 24 წლის როკო პერინო, 3 წლის წინ ასევე მოედანზე, მატჩის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. ძმების სიკვდილის მიზეზი ორივე შემთხვევაში ინფარქტი გახლდათ.

ჯუზეპემ გონება თამაშის პირველ ტაიმში დაკარგა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. "პარმამ" გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
პრესაში ეწერა რომ ველოსიპედით ავარიაში დაიღუპა ერთი ძმა და ეს ცხონებული სტადიონზე.
გია
02:51 05-06-2021
0
ნუ წერთ უჟასებს და თან ტყუილებს.არც პარმაში უთამაშია და არც ძმა ჰყოლია ფეხბურთელი.მოყვარული იყო. ასეთი სტატია ჯობია არ დაწეროთ საერთოდ
გია
02:30 05-06-2021
0

სიახლეები პოპულარული