“ მე სუპერმენი არ ვარ, პრობლემა ისაა, რომ…” - ზლატანი “იუვენტუსთან” საეჭვოა

AutoSharing Option
”მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ არიცის “იუვენტუსთან” დაბრუნდება თუ არა. 

“როსონერი” “ბიანკონერის” წინააღმდეგ ტურის ცენტრალური შეხვედრისთვის ემზადება, დიდი შანსია, რომ შვედმა ფორვარდმა მეგა მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.

შეგახსენებთ, სკანდინავიელმა თავდამსხმელმა გასულ კვირას “ლაციოს” კაცი აიღო, მისმა გუნდმა კი 2:0 მოიგო. შემდეგ “შავ-წითლებმა” ჩემპიონთა ლიგის 1-ელი ტურის მატჩი “ლივერპულთან” გამოტოვა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ლიგაზე დაბრუნებული იტალიური გიგანტი 2:3 დამარცხდა.

“ვიქნები თუ არა ტურინში? ვნახავთ… დასამალი სულაც არაა, რომ მე ტრავმა მაქვს და გარისკვა არ მინდა. მსურს მთელი სეზონის განმავლობაში ფორმაში
ვიყო, ამისთვის კი დაზიანებული ადგილის ბოლომდე მოშუშებაა საჭირო, მე სუპერმენი არ ვარ, პრობლემა ისაა, რომ სავალდებულოზე მეტს ვვარჯიშობ, მიყვარს შედეგისთვის თავგანწირვა” - განაცხადა ზლატანმა ერთ-ერთ წვეულებაზე. 

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული