გადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლიში" ევროპის ჩემპიონთან ერთად შეუტევს

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ "სასუოლოს" 22 წლის უნივერსალი ჯაკომო რასპადორი კარიერას ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ცნობას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდაპირველად "ნაპოლი" ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით აიყვანს და 5 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდეგ კი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

ჯაკომო 2020 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ის ქვეყანაში ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, უნივერსალია და ათიანზე, მეორე ფორვარდად, ცხრიანზე და ვინგერადაც შეუძლია თამაში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლოგიკური ტრანსფერია, ყველაზე პოზიციაზე 2-2 ძლიერი ფეხბურთელი უნდათ, რომ ჰყავდეთ. ინფორმაციისთვის, კვარაცხელია ყველაზე შეუცვლელია ამ ფორმაციის ნაპოლში და მისი შემცვლელი ახალგაზრდა იტალიელი ძერბინია და ელმასი, ისიც არაპოზიციურად, სუფთა მარცხენა ვინგერები გუნდში მხოლოდ კვარაცხელია და ძერბინი არიან. სპალეტიმ რასპადორი ზელინსკის შემცვლელად აიყვანა, სიმიონე კი ოსიმენს შეცვლის ხოლმე
ვახტანგი
18 აგვისტო 2022 21:43
2
სეზონი გრძელია,ნუ გგონიათ რომ ვიღაც ძირითადის ფეხბურთელია, კვარასაც მოუწევს დაჯდომა,რადგან ეგრეა საჭირო,მახსოვს ჩაკვეტაძე 3 თვის განმავლობაში,ყოველ მესამე დღეს თამაშობდა, ნაკრების 6 თამაში,ჩემპიონატის თამაშები,თასის თამაშები და როგორც დამთავრდა გვახსოვს ყველას. ნუ გგონიათ ზოგიერთებს რომ გუნდი 11 ფეხბურთელისგან შედგება, მითუმეტეს ნაპოლის ლიგაზეც უწევს თამაში,ეგ კი არა მე ვთვლი რომ მაღალი ხარისხის არასაკმარისი ფეხბურთელები ჰყავთ და კიდევ 2-3 კაცის დამატება არ იქნებოდა ურიგო.ხვიჩას ჯანმრთელობას და სტაბილურობას ვუსურვებ,ჯერჯერობით სტაბილურად ვითარდება მისი კარიერა და დარწმუნებული ვარ ესეც გაგრძელდება,ღმერთის წყალობით.
საქართველო
18 აგვისტო 2022 21:13
1
მერე და ვის მაგივრად უნდა ათამაშოს ოსიჰმენის, ზელინსკის თუ....?
ნამეტანია
18 აგვისტო 2022 16:39
0
Chventvis mtavaria kvaram itamashos da kitxvis nishnebis gareshe dziritadshi!!!
Givi
18 აგვისტო 2022 16:27
0
ეგენი იდიოტები ატიან ? რა დროს რასპადორია ? ამ შემთხვევაში 4-3-3 უნდა შეცვალოს 4-2-3-1 და ამ სიტუაციაში სიმეონე თამაშგარე რჩება და რაღატომ იყიდეს ? ძალიან კარგად თამაშობს გუნდი 4-3-3 და რაღას იგონებენ ახალ ველოსოპედს ? თანაც 35 მილიონად ყიდულობენ და წელიწადში 2.5 მილიონი ევრო ხელფასი ! მაგ ფულის ნახევრით ჯობდა 1-2 კარგი მცველი ეყიდათ ის კიმი დიდი არაფერი მცველი არაა (ორივე გაშვებული გოლი მაგის ბრალი იყო) და რაც ჩვენთვის მთავარია --4-2-3-1 ტაქტიკკაში ხვიჩას მოუწევს მთელ ფლანგზე სირბილი იმიტომ რომ ფლანგის ნახევარმცველელები არ იქნება იმ ტაქტიკაში @
zura222
18 აგვისტო 2022 13:34
4
კიმი ძალიან მაგარი მცველია , მაგრაად ითამაშა .
ლშა_იუვენტინო
18 აგვისტო 2022 14:00
2
ჩემის აზრით ნაპოლი წელს ძალიან საინტერესო გუნდი იქნება!ის რაღაცნაირად იტალიური ბარსელონაა ჩემთვის. მგონია ნაპოლი იტალიაში ერთადერთი გუნდია რომელიც ბურთს ასე ფლობს და ასე ტექნიკურად Dა ლამაზად თამაშობს.
რობი
18 აგვისტო 2022 11:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული