"ნაპოლი" მერეტს კონტრაქტს უხანგძლივებს

AutoSharing Option
"ნაპოლი" ალექს მერეტს კონტრაქტს გაუხანგძლივებს.

25 წლის მეკარე ნეაპოლიტანელებთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე დადებს, ასევე შიგნით იქნება პუნქტი, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში 1 სეზონი კიდევ გახანგძლივდება, ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.

წყაროზე დაყრდნობით, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობამ საბოლოოდ უარი თქვა კეილორ ნავასზე.

შეგახსენებთ, ალექსმა სერია A-ში 7 მატჩი გამართა, აქედან 3-ში კარი მშლარად შეინახა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით