
"ატალანტა" უკრაინის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველის რუსლან მალინოვსკის გაყიდვას იანვარში აპირებს, - იტყობინება TuttoAtalanta.
მალინოვსკის 2023 წლამდე მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე გაუგრძელეს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად აყენებენ.
ბოლო 4-დან 3 მატჩში ის შეცვლაზე შეუშვეს, "სასუოლოსთან" (2:1) კი სათადარიგოთა შორის დატოვეს.
Transfermarkt-ის მიხედვით, მალინოვსკის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა.