"ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე "ემპოლი" მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-14 ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ემპოლის“ 2:0 მოუგო.

ტრავმირებული კვარაცხელიას პოზიციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა სპალეტიმ ელმასის ნაცვლად რასპადორი დააყენა. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ერთფეროვნად, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე უტევდნენ, მხოლოდ ორი მომენტი შექმნეს, რომლებიც რასპადორიმ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. ოსიმენმა თავურით ვერ უწია მიზანს, სტუმრები კი თავს უნარიანად იცავდნენ და მორცხვი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 69-ე წუთზე მცველთან საჯარიმოში ბურთზე ბრძოლაში ოსიმენი მოედანზე დაეცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ნეაპოლელები შეცვლაზე შესულმა ლოსანომ დააწინაურა.
შემდეგ „ემპოლის“ მცველი ლუპერტო გააძევეს, 88-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა ზილენსკიმ გაიტანა და "ნაპოლიმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატზე ზედიზედ 10 მატჩი საერთო ანგარიშით 24:7 მოიგო, 38 ქულით ლიდერია და 12 ნოემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 ლოსანო (69), 2:0 ზილენსკი (88)
გაძევება: ლუპერტო (74)

altიტალიელმა ექიმმა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა და პროგნოზი გააკეთა

alt"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

altროდის შედგება "ნაპოლისა" და "აინტრახტის" მატჩი - ჩემპიონთა ლიგის კალენდარი ცნობილია

altხვიჩას რასპადორი შეცვლის და არა ელმასი - გერმანიაში კვარაცხელიაზე უკვე ფიქრობენ

alt"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია დღეს - "ნაპოლის" განცხადება "ემპოლისთან" მატჩამდე