იტალიელმა ექიმმა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა და პროგნოზი გააკეთა

AutoSharing Option
ქირურგ-ორთოპედმა და სპორტული ტრავმატოლოგიის საკითხების დიდმა ექსპერტმა ანჯელო კავალომ Radio Punto Nuovo-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ისაუბრა.

კავალოს თქმით, როგორც წესი, ასეთი ტრავმის მორჩენას ორი კვირა სჭირდება, მაგრამ "ნაპოლის" ექიმები კანონიკო და დე ლუკა შესანიშნავი სპეციალისტები არიან, ქართველის მწყობრში ჩაყენებას ცდილობენ და თეორიულად "უდინეზესთან" მისი თამაში შესაძლებელია.

ექიმი ამბობს, რომ ასეთი ტრავმა ყოველთვის ახდენს სეზონის განმავლობაში გავლენას, თუმცა, თუ კარგად უმკურნალებენ, რასაც "ნაპოლის" სამედიცინო პერსონალი აკეთებს, რეციდივი გამორიცხულია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
Status-quo - ს.
როცა რამე ინგლისში ხდება უარესს ელოდე. ხელის მტევანი წინ რომ ქონდა ინგლისელ მცველს ეს "ნიჩურტა იყო", მთავარია ნაპოლის მოთამაშის თავი სად იყო 1-2 წთ წინ.
1966 წელს ინგლისელებს ფინალში გერმანიასთან "ძელი-მიწა" კომბინაცია კარის ხაზიდან 0.5 მ ასხლეტვით - გოლად ჩაუთვალეს ტოფიკა ბახრამოვის დახმარებით და ა.შ.
პლეხანოვზე გაზრდილი
02:21 10-11-2022
1
"ბევრ გოლს იტანს" პირველად თუ არ ვცდები "რუსთავი 2" -ის ეკრანიდან მგონი დიმა ობოლაძისგან გავიგე - პატენტის პრიორიტეტი მაგისი იქნება.
უნდა ჩამოვყალიბდეთ როგორ ჯობია თქმა: - "ლელო დადო (დაამიწა)"; -"კალათში ბურთი ჩააგდო"; - "კარში ბურთი შეაგდო? თუ გაიტანა?"
დაგვაკვალიანეთ ქართული ენის ექსპერტებო - თუ დარჩით კიდევ ვინმე!
დედა ენის არ წამკითხველი და არ მცოდნე ალბათ ბევრ დაცინვას "იტანს".
02:12 10-11-2022
1

სიახლეები პოპულარული