კაცნაკლულმა "ინტერმა" წააგო და "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-19 ტურში "ინტერი" საკუთარ მოედანზე "ემპოლისთან" 0:1 დამარცხდა.

მე-40 წუთზე მასპინძელთა გუნდის მცველმა შკრინიარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ერთადერთი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ემპოლიმ" "ინტერს" სტუმრად ჩემპიონატზე 2004 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ მოუგო.

"ინტერი" 37 ქულით მე-3 ადგილზეა, "ლიდერ "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება და 28 იანვარს სტუმრად "კრემონეზეს" შეხვდება, რომელიც დღეს გასვლაზე "ბოლონიას" დაუზავდა (1:1). კრემონული გუნდის განაცხადში ისევ არ იყო ლუკა ლოჩოშვილი.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ემპოლი 0:1
გოლი: ბალდანცი (66)
გაძევება: შკრინიარი (40)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩინურად რო ეწერათ გვარები მაგის ბრალია რას დაამსგავსეს სერია ა ტეხავს
Reggina
24 იანვარი 2023 17:28
0
შკრინიარმა ის მიიღო,რასაც ნაპოლისთანაც იმსახურებდა.ინტერის წაგება,იმას ნიშნავს,რომ მისთვის ლიდერობა,მიუღწევადი ოცნება გახდა.ახლა მხოლოდ მილანს აქვს ძალიან გამჭვირვალე შანსი,ნაპოლის დაწევისა.თუ რა თქმა უნდა, ნაპოლისაც არ ჩამოაკლეს ქულები.
სოსო
24 იანვარი 2023 14:53
0
ნაპოლიმ ისევ ისე უნდა გააგრძელოს არ უნდა მოდუნდეს ...მთავარია ეხლა რამე არ გამოუგონონ .
zurabi
24 იანვარი 2023 10:49
0
მილანმა თუ დღეს წააგო ისიც კარგად ჩამორჩება ნაპოლს
კახა
24 იანვარი 2023 10:18
0
ხვიᲩასᲗანაც უნდა გაეგდოᲗ მაგის Შუბა დავხიე
Შაკო
24 იანვარი 2023 09:08
0
Yochag inters, dghes lacioc tuar moagebinebs milans mtlad uketesi, ase tu gagrdzeles napoli 10 turit adre gaxdeba chempioni.
Jjj
24 იანვარი 2023 05:49
0
ვა რა მაგარი საჩუქარია. 1 კვირაში იუვემ და ინტერმა ფაქტიურად ჩაიქროლეს. ნაპოლი მიუახლოვდა ისტორიულ სკუდეტოს
ხვიჩას პირველი წელი. მამმა მია
მეგრელი
24 იანვარი 2023 03:09
0

სიახლეები პოპულარული