"მილანის" რომაული კოშმარი - "ნაპოლიმ" პირველი წრე 12-ქულიანი უპირატესობით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-19 ტურში „ლაციომ“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 4:0 გაანადგურა.

მასპინძლები აშკარად უკეთ თამაშობდნენ და პირველი ტაიმი მილინკოვიჩ-სავიჩისა და ძაკანის გოლებით 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „როსონერი“ გააქტიურდა, შეუტია, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას პედრომ პენალტი მოიპოვა და ტეტერეშანუს კარი ლუის ალბერტომ დალაშქრა. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ რომაელები, მეოთხე გოლი ფელიპე ანდერსონმა გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„მილანი“ 38 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 12 ქულით ჩამორჩება და 29 იანვარს „სასუოლოს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება „ლაციოს“, 37 ქულით მესამე პოზიციაზეა და იმავე დღეს „ფიორენტინას“ დაუხვდება.

ერთი სიტყვით, „ნაპოლიმ“ პირველი წრე 12-ქულიანი უპირატესობით მოიგო, ყველაფერი მის სასარგებლოდ მიმდინარეობს და ძნელი წარმოსადგენია, სკუდეტოში ვინმე შეეცილოს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - მილანი 4:0
გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (4), 2:0 ძაკანი (38), 3:0 ლუის ალბერტო (67, პენ), 4:0 ფელიპე ანდერსონი (75)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
90% სკუდეტო ხვიჩასია!
კვარაშოუ
25 იანვარი 2023 02:16
1
ემპოლიმ ინტერი, ლაციომ კი მილანი გაუყენა კუდიგორის გზას!
ლაშა
25 იანვარი 2023 02:14
0
ყველაზე ცუდი თუ მოხდა და 15 ქულა ჩამოაკლეს ნაპოლის, ვფიქრობ მაინც სკუდეტოს მთავარი კანდიდატი ნაპოლი იქნება და ამ შანს არ გაუშვებს ხელიდან.
irakli81
25 იანვარი 2023 02:39
0
100 პროცენტით გეთანხმებით, განა რამდენი უნდა დააკლონ ნაპოლის - ამ კონკურენტებს , რომ ვერ აჯობოს...
დათო
25 იანვარი 2023 08:13
0
რომც ჩამოაკლონ, ნამდვილად მაინც ნაპოლი მოიგებს, მარა ნოლია შანსი ჩამოკლების ამ მოცემულობით, რამე სხვა თუ არ აქვთ ნაჩალიჩარი... მარა ჯუღელს და რუბინთან დაკავშირებული მაიმუნობა არ იყოს რამე ემანდ მაგის მეშინია მე...
რა მაფიაა?
25 იანვარი 2023 09:42
4
აჰაა დავწერე და ამიხდა კიდეც რომ მილანი დაკარგავდა ქულებს. ახლა ინტერთან ფრე და ეგ არის. ოსიმენის ამბავი კიდე ხენჯად მაქვს, იმედია სერიოზული არაფერი იქნება.
რაბუ
25 იანვარი 2023 02:27
3
ოთხი თამაში დარჩა
რომა ინტერი იუვე და მილანი,
აქედან ერთიც რომ მოიგოს ჩემპიონია
თუმცა, ასეც ჩემპიონია და ისეც
რაიმე სასწაული თუ არ მოხდა
თენგო
25 იანვარი 2023 09:10
0
4 კი არა 19 თამაში დარჩა და სუსტი,100% -ით წამგები გუნდები მაგ ლიგაში არ არის.თუნდაც გუშინდელი, ,,ემპოლის,, მაგალითიც კმარა.ისე,90 %-ით ნაპოლი ჩემპიონია,მთავარია არ მოდუნდნენ!
dima
25 იანვარი 2023 12:09
0
შენ პირს შაქარი!
alexandre
25 იანვარი 2023 12:27
0
ძალიან კაია იმითაც რომ თასზე აღარ არიან და ცოტა მეტ ყურადღებას ლიგაზეც გადაიტანე და შორს წასვლის ამბიციაც ექნებათ
მიშა
25 იანვარი 2023 12:57
1
რა გაპიარებულია ეს ლეაო იტალიურ პრესაში იმენა. არა და სუფთა პენალდუ -2 ია. საფეხბურთო ინტელექტი ნოლის დონეზეა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
25 იანვარი 2023 02:00
25
შეხედე,შენი პოსტების შეფასებებს.ეგ შენი ინტელექტის შეფასებაცაა
.
25 იანვარი 2023 15:13
1
ამ გადასახედიდან კი ძნელია სკუდეტოს ვინმე შეეცილოს, მაგრამ... ღმერთმა არა ქნას ოსიმენის ტრანსფერში ფინანსური დარღვევები იყოს.
ლაშა
25 იანვარი 2023 01:55
11
ფეხბურთი უსამართლო სპორტია რა, ტატარუშანუ მილანში უნდა იყოს და ლორია ანართოსისში? DDDDDD
რრრ
25 იანვარი 2023 20:18
0
ასე თუ გაგრძელდა ნაპოლი უკვე აპრილში გახდება ჩემპიონი, ისე მეტი დაძაბულობა ჩემპიონატში მეტ ხიბლს მისცემდა ჩემპიონობას... ფორცა ნაპოლი
papai
25 იანვარი 2023 11:41
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული