Calciomercato: დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო თანხა დაასახელა

AutoSharing Option
Calciomercato "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კარგი შეთავაზების შემთხვევაში ზაფხულში ნიგერიელს შეელევა:

"მანჩესტერის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა ოსიმენის ხელში ჩაგდება უპირველეს ამოცანად დაისახა; "ჩელსი" ბოლო რამდენიმე დღეა ვიქტორის ტრანსფერის განხორციელების საკითხს დაუბრუნდა და კლუბის მფლობელი ტოდ ბოელი მზადაა ფეხბურთელს ამჟამინდელი 4.5-მილიონევროიანი ხელფასი გაუორმაგოს.

დე ლაურენტისს წინადადებაზე პასუხი უკვე აქვს - 120-130 მილიონი".

ოსიმენმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა
გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 70 მილიონია.

ადრე დე ლაურენტისმა ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისებაზე განაცხადა, რომ ზოგიერთი შემოთავაზების უარყოფა შეუძლებელია.

altსპალეტი: საქმე თამაშის სტილშია, რომლითაც ვამაყობთ

 

alt"ლაციოს" ხვიჩას შეჩერება კვლავ გაუჭირდება - ჩემპიონობაზე ფიქრი კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე!..

alt"ერთმანეთს პირველივე წუთიდან გავუგეთ" - ოსიმენმა "კვარასა" და გუნდზე ისაუბრა

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

ასევე დაგაინტერესებთ