"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ის ეთერში "ნაპოლისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, ოსიმენი დაცვას ხშირად არ ეხმარება და თუ უნდა, რომ საუკეთესო გახდეს, საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს.

"არის თუ არა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი? ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომოს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს.

"ლაციოს" ფორვარდ ჩირო იმობილეზე არავინ საუბრობს, თუმცა იტალიელს წლების განმავლობაში უამრავი გოლი გაჰქონდა. "ლაციოს" მისი სახით შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავს.

ეხმარება თუ არა
ოსიმენი თანაგუნდელებს დაცვით ფაზაში? არ ვფიქრობ, რომ ასეა, ნიგერიელი მცველებს არ ეხმარება. ამას "ნაპოლიში" საუკეთესოდ ედინსონ კავანი აკეთებდა. საბოლოო ჯამში, ურუგვაელი და იტალიელი მასზე უკეთესები არიან, ისევე, როგორც ერლინ ჰოლანი" - განაცხადა ფედელემ.

alt"კარგი მწვრთნელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს" - ფედელე სპალეტიზე

alt"ისინი ჩემპიონები არ არიან, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ" - ფედელემ "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

alt"თუ მას გაუშვებთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ" - ფედელემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

მკითხველის კომენტარები / 13 /
აი მაგიტომ ხარ პარმას აგენტი.რა აგენტც ხარ,ის გუნდი გყავს.ამას და დინამოს აგენტებს ერთი ხედვა აქვთ
კახა ქ.
09:05 03-03-2023
0
ფედელე იმიტომ ხარ ყოფილი,ასერომ ლაყბობ
სვანსკი
22:20 02-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული