მატჩის დღე! "ლაციოს" კვარაცხელია მწარედ ახსოვს - +21-ის შანსი...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გახსნის, რომელიც "დიეგო მარადონაზე" "ლაციოს" უმასპინძლებს - დღეს, 3 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტის გუნდს შეუძლია, მინიმუმ, "ინტერის" მატჩამდე 21-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნას. ჩემპიონატი 38 ტურს გრძელდება და წინასწარი დასკვნები საჭირო არაა, თუმცა ნეაპოლელები ზეიმისთვის რომ ემზადებოდნენ, ამის ყველანაირი საფუძველი და უფლება აქვთ. მთავარია, ამან მოთამაშების კონცენტრაციაზე არ იმოქმედოს.

Sportall.Ge

ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ზამბო ანგისას პასს გამოეხმაურა და მშვენიერი გამარჯვების (2:1) გოლი გაიტანა. რომაელებს მისი შეჩერება კვლავ გაუჭირდებათ.
ქართველი გარემარბი ძალიან აქტიური იყო და მეტოქის კარის დალაშქვრა მანამდეც შეეძლო. "ლაციო" უახლოეს მეტოქესთან ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდა, ფრე კი ამ გუნდებს შორის ბოლოს, გასაკვირია, მაგრამ 2016 წელს დაფიქსირდა - ჰამშიკის გოლს კეიტა ბალდემ უპასუხა. მათ 2015 წელსაც ამ ანგარიშით (1:1) ითამაშეს, მაშინ კი ნეაპოლელთა კარი ლეგენდარულმა მიროსლავ კლოზემ აიღო.

"ნაპოლი" შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე წელს "ინტერთან" მარცხი და "კრემონეზესთან" თასიდან გამოვარდნა რომ არა, გუნდი უბრალოდ შეუჩერებელია. "ლაციო" მაინც არასტაბილურია, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად აქტიურად იბრძვის. ამჟამად თანაქალაქელ "რომას" ერთი ქულით აღემატება.

სპალეტის გუნდს წინა ტურში გაძევებული მარიო რუი დააკლდება, რომელსაც ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და მატიას ოლივერაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვარაუდობენ, რომ ლუჩანო სასტარტოში თამაშის საშუალებას ელიფ ელმასსა (ზელინსკის ნაცვლად) და მატეო პოლიტანოს (ლოსანოს ნაცვლად) მისცემს.

Sportall.Ge

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის გასული თვის სიმბოლურ ნაკრებში (Sofascore-ის თანახმად), კვარაცხელიასთან ერთად, ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანიც მოხვდა. ვიქტორ ოსიმენი 19 გოლით რომაელებისათვის ძალიან საშიში კაცია - ნიგერიელმა ბოლო 7 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

შეხვედრას 38 წლის ლუკა პაირეტი განსჯის, რომელიც 8 ნოემბერს "ნაპოლი"-"ემპოლის" (2:0) მთავარი არბიტრი იყო, სადაც მასპინძლებიდან მხოლოდ ოსტეგორი, სტუმრებიდან კი 5 ფეხბურთელი გააფრთხილა და 1 გააძევა.

alt"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

altსლუცკი: ხვიჩა მილიონთა კერპია - "ნაპოლიში" "რუბინიდან" წავიდა და არა ბათუმის "დინამოდან"

მკითხველის კომენტარები / 24 /
სანდრო მამუკელაშვილის ახალი გუნდი არის The San Antonio Spurs
ქ. გ.
04:24 04-03-2023
0
პირველი ჰეთრიკის დრო ხომ არ მოვიდა?
გოგა
20:08 03-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული