როგორ შეუძლია გამოიყენოს ენრიკემ კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი - რას წერს იტალიური პრესა "ნაპოლის" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატზე

AutoSharing Option
დღე არ გავა იტალიურ პრესაში "ნაპოლის" ახალ შესაძლო მწვრთნელზე და ლუჩიანო სპალეტის დარჩენა-წასვლის ამბავზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

ბოლო ცნობებით, ტოსკანელი "პარტენოპეიდან" მიდის, გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კი პრიორიტეტად ლუის ენრიკე ჰყავს დასახული და ყველაფერს იზავს, რათა "ფურია როხას" ყოფილი თავკაცი დაითანხმოს.

იტალიური პრესა უფრო შორსაც წავიდა და იმის შესახებ დაწერა, როგორ გაიზრდება კვარაცხელიას როლი ესპანელი სპეციალისტის დანიშვნის შემთხვევაში. Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ სტატიაში ვკითხულობთ:

"გამომდინარე იქიდან რომ ენრიკეს ყოველთვის სურს ბურთის კონტროლი, ის ფეხით კარგად თამაშს მოითხოვს მისი
მცველებისგან. დაწყებული მეკარითა და ცენტრალური მცველებით, რომლებიდანაც იწყება შეტევა.

სპალეტის დაწყებული დიდებული საქმე მას ძალიან დაეხმარება. ასევე, "ნაპოლის" მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფულ ბეკები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ წარმატებით ითამაშონ მოედნის სხვადასხვა პოზიციაზე.


4-3-3 სქემით ვინგერების გამოყენების ძალიან ფართო შესაძლებლობები არსებობს, ასევე დიდი შესაძლებლობებია გაწელოს დაცვის ფლანგები და დაეხმაროს ნახევრმცველებს და თავდამსხმელებს.

ზუსტად ამის გათვალისწინებით, ლუის ენრიკეს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი, ქართველმა იცის როგორ მოახდინოს თამაშზე ზეგავლენა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აუცილებელია რომ ხვიჩას მატჩის მსვლელობისას შეეძლოს პოზიციების შეცვლს!!!მიაჯაჭვა კაცი აუტის ხაზთან!აი თუნდაც მილანთან რომ ხედავ რომ კეტავენ გადაიყვანე რა მეორე ფლანგზე მოსინჯე!!!გაიხსენეთ როგორ ეცვლებოდნენ ერთმანეთს რობბენი და რიბერი..ხან ერთი იყო მარცხნივ ხან მეორე თავბრუ მეხვროდა ხოლმე
მამუკა
14:12 28-05-2023
2
ფედელე ბაბუას აგდებული ჭორია-მწვრთნელების ცვლას კარგი არ მოაქვს.
მე ვერ ვიტყოდი რომ სპალეტიმ თავისი თავი ამოწურა და გასაშვებია-
გუნდს რაც შეეძლო მიაღწია.
სკუდეტო და ჩ.ლ. ერთად რო მოთხოვო 10 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელით რატო ვერ მოიგეო თუ 200 გრამი სისხლი მაინც გაქვს უნდა გაწითლდე კაცი
Levani
16:57 28-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული