ბოლო ცნობებით, ტოსკანელი "პარტენოპეიდან" მიდის, გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კი პრიორიტეტად ლუის ენრიკე ჰყავს დასახული და ყველაფერს იზავს, რათა "ფურია როხას" ყოფილი თავკაცი დაითანხმოს.
იტალიური პრესა უფრო შორსაც წავიდა და იმის შესახებ დაწერა, როგორ გაიზრდება კვარაცხელიას როლი ესპანელი სპეციალისტის დანიშვნის შემთხვევაში. Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ სტატიაში ვკითხულობთ:
"გამომდინარე იქიდან რომ ენრიკეს ყოველთვის სურს ბურთის კონტროლი, ის ფეხით კარგად თამაშს მოითხოვს მისი
სპალეტის დაწყებული დიდებული საქმე მას ძალიან დაეხმარება. ასევე, "ნაპოლის" მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფულ ბეკები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ წარმატებით ითამაშონ მოედნის სხვადასხვა პოზიციაზე.
4-3-3 სქემით ვინგერების გამოყენების ძალიან ფართო შესაძლებლობები არსებობს, ასევე დიდი შესაძლებლობებია გაწელოს დაცვის ფლანგები და დაეხმაროს ნახევრმცველებს და თავდამსხმელებს.
ზუსტად ამის გათვალისწინებით, ლუის ენრიკეს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი, ქართველმა იცის როგორ მოახდინოს თამაშზე ზეგავლენა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე", - წერს გამოცემა.
მე ვერ ვიტყოდი რომ სპალეტიმ თავისი თავი ამოწურა და გასაშვებია-
გუნდს რაც შეეძლო მიაღწია.
სკუდეტო და ჩ.ლ. ერთად რო მოთხოვო 10 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელით რატო ვერ მოიგეო თუ 200 გრამი სისხლი მაინც გაქვს უნდა გაწითლდე კაცი