ლუის ენრიკე გამოირიცხა - ახლა "ნაპოლის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი სერჟიუ კონსეისაუა

AutoSharing Option
იტალიური მედია ყოველდღე "ნაპოლის" მწვრთნელის ახალ კანდიდატურას ასახელებს. უკანასკნელ ხანს ამტკიცებდნენ, რომ გუნდს ლუჩანო სპალეტის ნაცვლად ლუის ენრიკე ჩაუდგებოდა სათავეში, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს ჰპირდებოდა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დატოვებას, აგრეთვე, საჭირო ფეხბურთელების დამატებას.

ახლა იტყობინებიან, რომ ესპანელს გული პრემიერლიგისკენ მიუწევს და Sky Sports Italia და ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნებიან, რომ "ნაპოლის" "პორტუს" 48 წლის თავკაცი სერჟიუ კონსეისაუ ჩაიბარებს. იმასაც გვამცნობენ, რომ მისი სეზონური ხელფასი 4 მილიონი იქნება.

პორტუგალიელის ალტერნატივად განიხილება
ვინჩენცო იტალიანოს (ფიორენტინა) და ტიაგო მოტას (ბოლონია) კანდიდატურები. ეს ყველაფერი ნეაპოლური საინფორმაციო საშუალებების ვარაუდია და ჯერ დაზუსტებით არავინ არაფერი იცის.

მკითხველის კომენტარები / 14 /
საბოლოოდ ფიორენტინას მწვრთნელი....
Ასე2მილიონად იტალიანო,გაწვრთნის ნპოლის....ოსიმენი წავა
Simartle
01 ივნისი 2023 19:09
0
ეჰ ვერაა ნაპოლის საქმე კარგად ..ნეტა ვცდებოდე.
რიკო
31 მაისი 2023 21:59
1
გიორგი მართალია.
რა გჭირთ?
ყველას ვარაუდს რომ დიდი აჟიოტაჟიიათ აქვეყნებთ. ჯერ გადაწყდეს საქმე მაინც და მერე წერეთ.
სამაგიეროდ დუმხართ სპორტის სხვა სახეობებზე.
ისე კი - თქვენი თქვენ იცით.
xuta
31 მაისი 2023 11:02
2
ზუსტად ეგ დავწერე გუშინ, ლუის ენრიკეზე წერილის ქვეშ - მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა ქართველების საყვარელი საქმიანობაა, ანუ ფანტაზიორობა. პირი არ გაუღია დე ლაურენტისს და ჩვენთან უკვე 500 კანდიდატი და მათი მომავალი ტქატიკური მონახაზების ანალიზი მიდის. ეჭვი გამიჩნდა, უბრალოდ ადგილს ხომ არ ავსებენ, ცოტა თემაა სპორტში? ადგილი არ გეყოფათ
ზურა
31 მაისი 2023 12:51
2
სულ ჩემპიონთა ლიგა, რომ მოიგოს ჩემთვის კლაკსვიკის ბულკად დარჩება.
!-ს
31 მაისი 2023 10:54
3
მე ნახევარ მილიონადაც დავთანხმდები:}
irakli81
31 მაისი 2023 09:42
2
ნაპოლის ფან გვერდად, რომ იქეცით თუ ატყობთ. სხვა რამეზეც დაწერეთ.
გიორგი
31 მაისი 2023 09:22
3
ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ ჟოშკი ლაურენტისი 8 მილიონს გადაუხდის ვინმეს..... პროსტა შანსი არაა! არც ოსიმენს დაიტოვებს 150 მილიონში თუარა 120-130ში მაინც გაყიდის და ეგ ფულზე დახარბებული კაცი უარს არ იტყვის.... ხვიჩა მეცოდება გაისად სერია ას მოსაგებად ვეღარ იბრძოლებენ და დააბრალებენ ხვიჩას ვერ თამაშობსო არადა რეალურად მართლა მაღალი კლასის მოთამაშე გუნდში მარტო ოსიმენი ყავს ხვიჩას და მოდი ეხლა და რუის ლობოტკას ნაჯახას და კიდევ ნაყარ ნუყარა ხალხს დაუდე გული და შეთამაშდი...
Roni
31 მაისი 2023 07:47
6
ისე იზავენ ბოლოს ჩერჩესოვს დანიშნავენ
ფეოლა
31 მაისი 2023 07:01
6
აქ ვიცი ბოლოს ბენიტესი დაბრუნდება
არა რუსეთს
31 მაისი 2023 06:24
5
რაის კონსეისაუ, მაგრა ცუდად მიდის ნაპოლის საქმეები აი ძალიან
ქართველი
31 მაისი 2023 01:14
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული