სისტემატური ღალატი და მეძავების მომსახურება - ანამ მეუღლე ღალატში ამხილა

AutoSharing Option
"შახტარისა" და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის, ალექსანდრ ზუბკოვის მეუღლემ, ანა ზუბკოვამ, თავისი ქმარი ღალატში ამხილა და ამის დამადასტურებელი "სქრინები" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მან საჯაროდ გაავრცელა თავისი მეუღლის მიმოწერის სურათები სხვა ქალებთან; ასევე, ბრაუზერის ისტორია მის ტელეფონზე, სადაც ზუბკოვი, სავარაუდოდ, დაინტერესებული იყო კიევში მეძავების მომსახურებით.

ის ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა მისი ღალატი მას მერე დაიწყო, რაც ის და მისი შვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდნენ.

"ზღაპარი ერთგული ქმრების არსებობის შესახებ მხოლოდ ზღაპარი აღმოჩნდა. შემთხვევით გავიგე", - დაწერა მან სოციალურ
ქსელში.

ანამ სხვა ქალებს ურჩია, ყოველთვის ჰქონდეთ ფინანსური გათვლა, რათა ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში შეძლონ საკუთარი თავის და შვილების უზრუნველყოფა. და ასევე დადონ საქორწინო კონტრაქტი.

ინფორმაციისთვის, ზუბკოვამ უკრაინის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რაც მას ამპარტავნობაში ჩაუთვალეს, თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებს.

"ვერ ვიცხოვრებდი ისეთ კაცთან, რომელიც დიდ ფულს არ გამოიმუშავებს. რა ხელფასი იქნება ნორმალური ჩემი საყვარელი მამაკაცისთვის? - მინიმუმ 10 000 ევრო.

თვეში ჩემს თავს 3000 ევროს მაინც ვახარჯებ. ძვირადღირებულს ჩემთვის არაფერს ვყიდულობ, ამ ყველაფრით ქმარი მანებივრებს", - თქვა მაშინ ზუბკოვამ.

alt"ვერ ვიცხოვრებ ისეთ მამაკაცთან, რომელიც მინიმუმ ამ თანხას არ გამოიმუშავებს..." - მშვენიერი ანას თამამმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ესეთ ქალს რომ უღალატებ მეძავთან შენც მეძავი ხარ თავიდან ბოლომდე:)
გიო9
10:08 02-06-2024
0
გადაყვითლდა პრესა.
მაშო ბებო
11:59 01-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული