ნეიმარი უნდა შეცვალოს - პსჟ-მა "იუვენტუსის" ფეხბურთელს დაადგა თვალი

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-ს გუნდიდან აბარგებული ნეიმარის შემცვლელად "იუვენტუსის" შემტევი ფედერიკო კიეზა ჰყავს შეგულებული.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი საუდის არაბეთის "ალ ჰილალს" მიაშურებს და მალე ეს ამბავი ოფიციალურადაც დადასტურდება.

ტურინელები ახალგაზრდა იტალიელს 50-60 მილიონ ევროდ აფასებენ და მზად არიან, ამ თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელს შეელიონ.

გასულ სეზონში კიეზამ ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

altსაუდის არაბეთში გადაბარგებულ ნეიმარს გეგმაში ევროპაში დაბრუნება აქვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული