უჩივლებს დე ლაურენტისი სპალეტის და ფეხბურთის ფედერაციას სასამართლოში?

AutoSharing Option
გუშინ იტალიის ნაკრების მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დანიშნეს, რომლის წლიური ხელფასი Sky Sport Italia-ს ცნობით, 3 მილიონი ევრო იქნება (გამოცემის მტკიცებით, ნაპოლიში 3.2 მილიონს იღებდა). სპალეტის დანიშვნის ინიციატორი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა იყო.

სპალეტის მიერ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაწყვეტისას აღინიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში მუშაობის განახლების შემთხვევაში, სპეციალისტს ნეაპოლური კლუბისთვის კომპენსაციის სახით 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა. "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ეს თანხა კლუბისთვის ფინანსური თვალსაზრისით დიდი არაფერია, თუმცა ფულის მიღება პრინციპის საკითხია.

გრავინამ იურისტებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ
გადაწყვიტა, რომ "ნაპოლის" კომპენსაცია არ უნდა გადაუხადოს. ახლა დე ლაურენტისს შეუძლია ფედერაციას სასამართლოში უჩივლოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგ წუწურაქს გასდის იქ სადაც სუსტს ხედავს თორე სახელმწიფოსთან და ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქ კოზა ნოსტრას არაფერი არ გაზდის და მაგ იდიოტს რა უნდა გაუვიდეს.
სკარო
11:10 30-08-2023
0
არ უჩივლებს რათქმაუნდა, მთლად ისეთი იდიოტიც არაა!
ლევან
01:52 21-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული