"ნაპოლის" უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ოსიმენმა ნაკრებში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
პორტუგალიაში ჩატარებული საუდის არაბეთისა და ნიგერიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო ნიგერიელთა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა.

ნეაპოლური გამოცემები იტყობინებიან, რომ 54-ე წუთზე ოსიმენს ფიზიკური პრობლემები შეექმნა, შეცვლა მოითხოვა და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა. მისი დაზიანების ხარისხი მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ვიქტორს სერიოზული არაფერი სჭირს და შეცვლა თავის დაზღვევის გამო მოითხოვა.

"ნაპოლის" სანაკრებო პაუზის შემდეგ სამი მნიშვნელოვანი მატჩი ელის: 21 ოქტომბერს "ვერონასთან", 24 ოქტომბერს ბერლინში "უნიონთან" და 29 ოქტომბერს სახლში "მილანთან" და ოსიმენის შესაძლო გამოკლება გუნდისთვის
სერიოზული დანაკლისი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
saocrad lamazi forma akvt nigerielebs
kombato
23:35 13-10-2023
2

სიახლეები პოპულარული