მე-40 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო ტიავი გააძევეს და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. 63-ე წუთზე კი ლოკატელიმ მირანტეს კარი დალაშქრა და სტუმრებს გამარჯვება მოუპოვა.
"იუვემ" "როსონერის" 2021 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოუგო - ამ პერიოდში ორჯერ დამარცხდა და სამჯერ ფრედ ეთამაშა.
22 ქულით ლიდერი „ინტერია“, 21 ქულით მეორე ადგილზე „მილანია“, 20 ქულით მესამეზე - „იუვენტუსი“, ხოლო „ფიორენტინა“ და „ნაპოლი“ 17-17 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.
„მილანს“ ორი მნიშვნელოვანი გასვლითი შეხვედრა ელის: 25 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან და 29 ოქტომბერს იტალიის პირველობაზე „ნაპოლისთან“. „იუვენტუსს“ ბოლო 4 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია, ამ პერიოდში 3 გამარჯვება მოიპოვა, ერთხელ ფრედ ითამაშა და 28 ოქტომბერს „ვერონას“ უმასპინძლებს.
მილანი. „სან სირო“
მილანი - იუვენტუსი 0:1
გოლი: ლოკატელი (63)
გაძევება: ტიავი (40)
გაძევება: ტიავი (40)