"ვუთხარი, გუნდიდან დაახვიე-მეთქი! - ლაურენტისმა გაიხსენა, როგორ დაითხოვა გარსია და რა მოხდა "ნაპოლის" გასახდელში მწვრთნელის გათავისუფლებამდე

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გაიხსენა, როგორ დაითხოვა გუნდიდან ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია.

"რატომ დავითხოვე გარსია?  - იმიტომ, რომ მისი ბოლო მატჩის წინ მე მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.

მან კი მითხრა, უბრალოდ მაცადე გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც საჭიროაო. როცა ადამიანი ამას გეუბნება, ან უნდა გაჩუმდე, ან  უთხრა, რომ დაახვიოს.

"ემპოლისთან" პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მე გასახდელში ჩავედი და ვუთხარი, რა ჯან
დაბას აკეთებ, შენ რა, მართლა გინდა, რომ დაგითხოვო-მეთქი? თამაშის დასრულების მერე მართლა ასე მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ გუნდიდან დაეხვია", - ციტირებს დე ლაურენტისს TMW.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე ლაურენტის, შენ, რომ დაახვიო მაგ გუნდიდან, ყველაზე მეტად ნაპოლის მაგ წაადგება!!
buba
08 თებერვალი 2024 15:22
6
წამოვიდეს რა აქედან. ტვინი წაიღო ნაპოლი,ნაპოლმა, ნაპოლის და ა.შ პროვინციული საცოდაობა, ეროვნულ სიამაყედ გვექცა :) გრანდში თუ გადავა, გაცილებით საინტერესო იქნება.
ციციკორე
08 თებერვალი 2024 11:06
4
სანამ იქ არის ბოლომდე უნდა ვუქომაგოთ, გაიგე ციციკორე ხარ თუ მიკლუხო!!!!
გურული NEWS !
08 თებერვალი 2024 11:27
1
გუნდში ტოქსიკური გარემოა,პრეზიდენტი ვაჭარი, გუნდელები უაზროდ ამბიციურები. მართლა ჯობია სადმე გადავიდეს თავს მიხედოს.
გიორგი
08 თებერვალი 2024 10:27
2
ისე იძახით ამ სხვაგან გადასვლას, თითქოს მარტო ხვიჩას სურვილზე იყოს ეს დამოკიდებული. თქვენ გესმით რაა არის ხელშეკრულება? გაშიფრეთ და მიიღებთ ხელის შეკრულობას ნიშნავს, ანუ მასზე ხელის მოწერის შემდეგ ხელები გაქვს შეკრული. გუნდთან კონტრაქტის შემდეგ ერთად-ერთი უფლება რაც ფეხბურთელს აქვს გაყიდვის შემთხვევაში ან დათანხმდეს ამა თუ იმ გუნდში წასვლას ან არა, ესაა და ეს. თქვენ კი გადადი სხვა გუნდში, მერე ვინ უშვებს?
ჟორა გაბრიჭიძე
08 თებერვალი 2024 11:57
0
ლავრენტა ნუ ბაქიბუქობ! ეგ გუნდი და მოთამაშეები ფულის გასაკეთებლად გინდა და სხვა არაფერია მანდ! იმიტომ ვერ შოულობ ნორმალურ მწვრთვნელს და სპალეტიც მაგიტომ გაგეგცა!
მწვრთნელი
08 თებერვალი 2024 10:10
2
შენსავე მოყვანილ კაცს 2 თვეში რომ შენითვე ახვევინებ, ე.ი თავად უნდა დაახვიო აურელიანო ბატონო:)

ისე, გასაგებია რატომაც გამოუვიდა ჯუღელს კონკრეტულად ნაპოლისთან საქმის გაჩარხვა თავის დროზე. დარწმუნებული ვარ არაერთი სხვა კლუბის ვარიანტი იყო, თუმცა "დონი" და "პრედლო" "იდეალური" პარტნიორებია. როგორც ჩვენში იტყვიან - ფერი ფერსაო...
pablo
08 თებერვალი 2024 09:21
5
გარსია არ ვიცი, მაგრამ კვარაცხელია უნდა წამოვიდეს დროზე ამ გლეხებისგან, არ არიან სანდო ხალხი
nika
08 თებერვალი 2024 02:37
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული