დე როსის გაწეული სამუშაო დაუფასეს და ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ
AutoSharing Option
გავლენიანი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვაუწყებს, რომ "რომა" მალე გუნდის დროებით მწვრთნელ დანიელე დე როსის ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.
ახალი შრომითი ხელშეკრულებით, 40 წლის დამრიგებელი "ოლიმპიკოზე" 2026 წლამდე დარჩება.
დე როსი "რომას" მწვრთნელი ივნისში ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ გახდა. ჯამში, მან გუნდი მოედანზე 9 შეხვედრაში გაიყვანა და მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.