"მილანს" მომავალ სეზონში კვლავ სტეფანო პიოლი გაწვრთნის

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ცნობით, მომავალ სეზონში "მილანის" მთავარი მწვრთნელი კვლავ სტეფანო პიოლი იქნება.

გამოცდილმა სპეციალისტმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა. "როსონერის" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა თითქმის განაღდებული აქვს, რადგან სერია A-ში მე-2 ადგილზეა და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ოთხეულში ვერ შევიდეს.

გარდა ამისა, "ლომბარდიელები" ევროპის ლიგის მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც მათი მეტოქე "რომა" იქნება.

ადრე იწერებოდა, რომ "მილანი" პიოლის შემცვლელად კონტეს იწვევდა.