"ტუტოსპორტის" ცნობით, "ნაპოლი" სამი ნახევარმცველის დამატებას განიხილავს, რომელთა შორის პრიორიტეტული 20 წლის ხავი გერაა (ვალენსია).
ხავი გერამ გასულ სეზონში ლა ლიგის 36 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი წლიური ხელფასი დაახლოებით 500 ათასი ევროა, კლუბი კი 20 მილიონად აფასებს (პლუს ბონუსები). თავად ფეხბურთელმა კონტეს გუნდში გადასვლის სურვილი გამოთქვა.
თუ გერას შეძენა ვერ შეძლო, "ნაპოლი" კეფრენ ტიურამის (ნიცა) და ალეკსანდერ პრასის (შტურმი) ტრანსფერებზე გადაერთვება.