რუსი მოდელი, რომელიც ტეო ერნანდეს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, შესაძლოა, თავად დააპატიმრონ

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, 28 წლის რუსი მოდელი ლუიზა კრემლიოვა, რომელსაც ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს, შესაძლოა, დააპატიმრონ.

მან 2017 წელს "მილანის" ამჟამინდელი მცველი ტეო ერნანდესი გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხარა, რომ ფრანგმა ის მარბელას ღამის კლუბთან Porsche Cayenne-ში გააუპატიურა და ასევე ავტომობილიდან გადმოსვლისას ფეხბურთელმა მას მუხლი დაუზიანა.

გამოძიებამ ღამის კლუბთან არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღო, საიდანაც ირკვევა, რომ კრემლიოვა წაიქცა და მუხლი ასე დაიზიანა. მოსამართლემ დაადგინა, რომ დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს და ტეოს წინააღმდეგ დავა შეწყდა. თავად ერნანდესმა განაცხადა, რომ კრემლიოვასთან სექსუალური ურთიერთობა მართლაც
ჰქონდა, თუმცა ეს ორმხირივ თანხმობით მოხდა.

ახლა კი ირკვევა, რომ 28 ოქტომბერს კრემლიოვა გამოცხადდება მალაგას სასამართლოში, გაუპატიურების შესახებ ცრუ განცხადების გაკეთების ბრალდებით. პროკურატურა ქალბატონის მიმართ 2-წლიან პატიმრობას და 12000 ფუნტის ოდენობის ჯარიმას ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს საქართვეოში რომ მომხდარიყო,მინ 6 წელი განაღდებული ექნება ტეოს,ყველა მოსამართლე ზეწოლის ქვეშაა დასავლეთიდან თუ ქალს არ გაამართლებენ სანქციები განაღდებული აქვთ,გაივსო ციხეები უდანაშაულო კაცებით.
ნათია
23:23 10-10-2024
2
როგორი კდემამოსილი ქალია
დდდ
19:21 10-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული