U21. საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა და უმოტივაციო ნიდერლანდების იმედად დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შვედეთთან 2:3 დამარცხდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მასპინძლებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, თავიდანვე შემოგვიტიეს, სტუმრებმა კი თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და ლომინაძემ დააწინაურა. თუმცა, შვედებმა ზეწოლა გააძლიერეს და ონდრეიკამ ლომინაძისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე კი ხვადაგიანის შეცდომით სვედბერგმა ისარგებლა და ხარატიშვილის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი დაცვის მორიგი ჩავარდნის შედეგად ერაბმა მესამე გოლი გაგვიტანა. შემდეგ შეცდომა მეტოქის მეკარე დოვინმა დაუშვა და კურიოზული გოლი გაუშვა. აქედან მოყოლებული სვანაძის შეგირდებმა თამაში გაათანაბრეს, მეტოქის ნახევარზე
აიწიეს და სწრაფი კონტრიერიშისას მოწინააღმდეგეს შანსი მიეცა, როდესაც კასემის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კომპენსირებულ დროში აბუაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

ბოლო ტურის წინ შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო 16 ქულით მესამეზე.

14 ოქტომბერს შვედეთი ნეიმეგენში პირველადგილოსან და უმოტივაციო ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, საქართველო კი 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ქუთაისში მიიღებს.

იენჩეპინგი. «სტადსპარკსვალენი“
შვედეთი - საქართველო 3:2
გოლები: 0:1 ლომინაძე (12), 1:1 ონდრეიკა (23), 2:1 სვედბერგი (38), 3:1 ერაბი (47), 3:2 დოვინი (51, საკ. კარში)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (გოცირიძე 88), ოსიყმაშვილი (აბუაშვილი 46), ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 88), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 64), ოდიშარია (მამაცაშვილი 79), კვერნაძე

altU21 | შვედეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში იენჩეპინგში

მკითხველის კომენტარები / 60 /
ყოველთვის მომწონდა სოსოს კომენტარები,დღეს კი მას ვერ დავეთანხმები.ფეხბურთელები ნაკრებებში კიარ უნდა გაიზარდონ,არამედ აკადემიებში და კლუბებში.და რახან უეფა და ფიფა ატარებენ ასაკობრივ ტურნირებს ,ეს იმას ნიშნავს,რომ შეჯიბრია და საუკეთესო უნდა გამოვლინდეს და მაყურებელმაც თავისი ინტერესი უნდა დაიკმაყოფილოს.ამ შემთხვევაში საუბარია მწვრთნელის კონკრეტულ შეცდომებზე და არავის არ უნდა მისი დამსახურების დაკნინება.ორი ცენტრალური მცველი გამოგვაკლდაო,აი სწორედ მად არის ძაღლის თავი ჩამარხული.ე.ი. ჩვენ არგვყავს რეზერვი(ტრამვები ხომ ფეხბურთის თანმხლები ატრიბუტია) და მწვრთნელსაც ის ევალება ,რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს,რაც სვანაძემ ვერ მოახერხა.შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა ,რომ იმ კოხტა-პრუწა კიკინებიანი ბიჭის დაყენება არ შეიძლებოდა და კიდევ მრავალი.რა ქნათ ალა მუდმივად ვიძახოთ წაგებები მოსულა ,ყურადღება არ მივაქციოთ,პირველ ნაკრებს უზრდიან ბიჭებსო? წაგებებით გაიზრდებიან? არ ვამბობ,რომ ჯოხი სვანაძეზე უნდა გადავტეხოთ,აქ მთელი სისტემაა მოსაწესრიგებელი.ჩვენ გვინდა ფეხბურთი ,როგორც შეჯიბრი და სანახაობა ყველა დონეზე.ასეთია გულშემატკივრის ბუნება.
საჩინო
10:17 12-10-2024
0
მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებს,ერთბაშად ორი ცენტრალური მცველი მოაკელი და თუ პრობლემები არ შეექმნა,მე მისაყვედურეთ,ფეხბურთის აზრზე არ ხარო.ყველა ასაკობრივ ნაკრებს,ერთწლიანი კონტინგენტიდან უწევს ფეხბურთელების არჩევა და რა თქმა უნდა მათთვის უფრო ძნელია,ასეთი საკადრო დანაკლისის გადაფარვა.ჩვენ კარში გასული გოლები,სწორედ შეუთამაშებელი დაცვის შედეგი იყო,უმეტესწილად და საგანგაშო არაფერი გვაქვს.ეგ კი არა,ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა,ასე მგონია სვანაძე ამ ფეხბურთელებითაც დაალაგებდა დაცვას.ძალიან უსიამოვნოა წაგება,მაგრამ ბოლო ტურამდე საკმაოდ საფუძვლიანი შანსები რომ გვაქვს,ბრძოლის გაგრძელებისათვის,ხშირად გვქონდა ასეთი მომენტები?-არც ისე ხშირად.სვანაძის გუნდი იმიტომ კი არ დასუსტდა,რომ ფეხბურთელებმა თამაშს მოუკლეს,არამედ იმიტომ,რომ ორი ცენტრალური მცველი,პირველ ნაკრებში გაწევრიანდნენ.მართალია საბა საზონოვი ტრავმირებულია,მაგრამ ისიც ხომ ეროვნულის წევრია და ასაკობრივში უკეთებდნენ დელეგირებას,ისევე როგორც ირაკლი აზაროვი ათხოვეს,ასაკობრივს.საბა გოგლიჩიძეზე სანიოლმა უარი ვერ თქვა და რაკი ეროვნული ნაკრების ინტერესები უპირველესი მნიშვნელობისაა,ეგეც სრულიად გამართლებულია.რამაზ სვანაძეს და ამ ნაკრებს,მხოლოდ მადლობა ეკუთვნით.თანაც შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და საკმაოდ კარგიც.ნიდერლანდების ნაკრები,ყველაზე ერთი თავით ძლიერია და რაც უნდა ექსპერიმენტები ჩაატაროს,მაინც დიდი შანსია,შვედები საკუთარ მოედანზე დაამარცხოს.ფრეც რომ დაამთავროს,მაინც კარგი შანსები გვრჩება,ჯგუფში მეორე ადგილზე გადასასვლელად.ჩვენ ხომ საქართველოში ვთამაშობთ.ამ ნაკრებში,ბევრი ისეთი ახალგაზრდა თამაშობს,უკვე თითქმის ჩამოყალიბებული პროფესიონალი რომაა და მათი იმედი,ახლაც,სამომავლოდაც,მეც მაქვს და ყველას უნდა ჰქონდეს.
სოსო
14:43 11-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული