"ბიანკონერის" ხელმძღვანელობა შკრინიარს ტრავმირებული ბრემერის შემცვლელად განიხილავს და ამიტომაც არაერთ კომპრომისზე მზაობას გამოთქვამს.
სავარაუდოდ, პარიზელები სლოვაკი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვენ და "ვეკია სინიორას" ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვაც მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ შკრინიარი პსჟ-ში გადასვლამდე სერია A-ში უკვე თამაშობდა და "ინტერის" ღირსებას იცავდა.