"ნაპოლიმ" კვარაცხელიას მემკვიდრის დამატება ძლივს მოასწრო

AutoSharing Option
ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი, "მილანის" 24 წლის შემტევი ნოა ოკაფორი იჯარით აიყვანა.

შვეიცარიელის ხუთთვიანი იჯარა ნეაპოლურ კლუბს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, ზაფხულში კი მისი 23.5 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტს 2029 წლამდე გაუფორმებენ.

ოკაფორი "ბაზელის" აღზრდილია, 2023 წელს "ზალცბურგში" გადავიდა, 2023 წელს კი მილანში. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ნოას სამსახურით "ტოტენჰემი" იყო დაინტერესებული, თავად "ლაიფციგში" გადასვლა არჩია, კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ 14 იანვარს სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. Sky
Sport-ის ჟურნალისტის ფილიპ ჰინცეს ცნობით, ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ მას პრობლემა ჰქონდა.

ოკაფორს შვეიცარიის ნაკრებში 22 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.



მკითხველის კომენტარები / 7 /
ლავრენტა მგონი ხვიჩას გასაბრაზებლად იმატებს ხალხს: შენი შემცვლელი დავიმატე და 5მილიონს ვუხდი ხელფასს(შენი გაყიდვით ნაშოვნი ფულიდანო)! მგონი სულ დაუცურდა, მილანის სკამიდან წამოყვანილი ფეხბურთელი ხვიჩას შემცვლელად რომ უნდა გაასაღოს
rigiti
11:38 04-02-2025
0
11 თამაშში 1 ბურთი მცველებსაც კი გააქვთ, რა თავდამსხმელია ასეთი? თანაც კვარას შემცვლელიაო. ისიც ვერ გავიგე ვის ადგილზე უნდა ათამაშონ. სკამზე კი იქაც იჯდა.
ჟორა გაბრიჭიძე
10:08 04-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული