"ნაპოლიმ" კვარაცხელიას მემკვიდრის დამატება ძლივს მოასწრო

AutoSharing Option
ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი, "მილანის" 24 წლის შემტევი ნოა ოკაფორი იჯარით აიყვანა.

შვეიცარიელის ხუთთვიანი იჯარა ნეაპოლურ კლუბს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, ზაფხულში კი მისი 23.5 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტს 2029 წლამდე გაუფორმებენ.

ოკაფორი "ბაზელის" აღზრდილია, 2023 წელს "ზალცბურგში" გადავიდა, 2023 წელს კი მილანში. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ნოას სამსახურით "ტოტენჰემი" იყო დაინტერესებული, თავად "ლაიფციგში" გადასვლა არჩია, კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ 14 იანვარს სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. Sky
Sport-ის ჟურნალისტის ფილიპ ჰინცეს ცნობით, ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ მას პრობლემა ჰქონდა.

ოკაფორს შვეიცარიის ნაკრებში 22 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.



მკითხველის კომენტარები / 11 /
ხუთ თვიან იჯარაში უხდის 1,5 მილიონს,ჯერაც დამტვრეულ კაცს,რომელიც კაცმა არ იცის,როდის გამოჯანმრთელდება.1,5 მილიონს,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს,მთელი წლის განმავლობაში უხდიდა!ამის შემდეგ,შპანა ისევ კვარაზე ილაპარაკებს,რატომ გაიქცაო!
სოსო
13:27 04-02-2025
1
კაცმა 100 მლნ წყალში აგადაყარა ასე ქვია და ნორმალური ფეხბურთელი ვერ იყიდა...კვარას კიდევ იმ პერიოდში ხელფასი არ მოუმატა..ახლა ვიგაც ნიკიფორე მოჰყავს იჯარაში უხდის კვარასხელფასზე მეტს ..ვიღაც სკამის მხეხავი და კვარას შემცვლელიო იძახის....ეგ სერიოზულად დაავადებულია ..შენ კვარა ვერ შევცვალო ლავრუშა..რაც არ უნდა მილიარდები იშოვნო აწი...ნორმალური ფეხბურთელი არა მგონია შენთან გაჩერდეს
ბუჯანგა
12:58 04-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული