სერია A-ს 31-ე ტური: ჯერჯერობით ყველაფერი "ნაპოლისთვის" სასურველად მიდის

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში, „ინტერი“ სტუმრად 2:0 იგებდა „პარმასთან“, მაგრამ ორი გოლი გაუშვა და ფრეს (2:2) დასჯერდა. „ატალანტა“ სახლში 0:1 დამარცხდა „ლაციოსთან“. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გუსტავ ისაკსენმა გაიტანა. ბერგამოულმა გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი ისე წააგო, რომ გოლი არ გაუტანია. „რომა“ და „იუვენტუსი“ დაზავდნენ - 1:1.

ამჟამად 68 ქულით ლიდერი „ინტერია“, მეორე ადგილზე 64 ქულით „ნაპოლია“, მესამეზე 58 ქულით „ატალანტაა“, მეოთხეზე 56 ქულით „ბოლონიაა“, ამდენივე ქულით, ოღონდ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მეხუთეზე „იუვენტუსია“.

დღეს „ნაპოლი“ გასვლაზე „ბოლონიას“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში,
„ინტერთან“ ჩამორჩენას 1 ქულამდე შეამცირებს, ხოლო „ატალანტას“ 9 ქულით გაექცევა. ასე რომ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ოქროს მედლებისთვის მხოლოდ „ინტერი“ და „ნაპოლი“ იბრძოლებენ.

altფედელე: "კვარას" მადლობა უნდა გადაუხადოთ - ნერესი მისი შემცვლელი არ არის