
იტალიელმა საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში გადასვლაზე რადიო Marte-ს ეთერში ისაუბრა:
"კვარას" შეეძლო ფიფას მე-17 პუნქტით ესარგებლა და "ნაპოლი" 15-20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაეტოვებინა. ეს რომ არ გააკეთა და კლუბმა 70 მილიონი გამოიმუშავა, ამისათვის მადლობა უნდა გადაუხადოთ. მე სხვა რამეზე ვწუხვარ: კონტე, რომელიც გულშემატკივართა კერპი გახდა, განაცხადა, რომ არცერთი წამყვანი ფეხბურთელი გუნდს არ დატოვებდა. ის შეცდა, რადგან პრეზიდენტისთვის უნდა ეთქვა: "თქვენ პირობა მომეცით. "კვარა" მიდის? შეიძინეთ მისი შემცვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ და მხოლოდ ფანების
პატივისცემის გამო ვრჩები".
ვინც ნერესს კვარაცხელიას შემცვლელად თვლის, ფეხბურთის არაფერი გაეგება. ხვიჩა ამ სეზონში "ნაპოლის" ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად რჩება. მხოლოდ ფეხბურთის უცოდინარი მიიჩნევს დავიდს კვარაცხელიას ალტერნატივად. ეს ორი ძალიან განსხვავებული მოთამაშეა".